პარამაჰამსა ვიშვანანდა

‘ჩემი მისია ადამიანების გულებში სიყვარულის გამოღვიძებაა’

ვინ არის პარამაჰამსა ვიშვანანდა?

ღმერთრეალიზებული სულიერი ოსტატი და სათგურუ ის, ვინც შეიცნო ღმერთი და ვისაც შეუძლია მოგანიჭოს ღმერთის რეალიზაცია , პარამაჰამსა ვიშვანანდა, ინდოეთის, ღმერთისადმი სიყვარულსა და ერთგულებაზე დაფუძნებულ სულიერ ტრადიციებს ატმა კრია იოგას მძლავრი პრაქტიკის გარშემო აერთიანებს და თავისი ამაღლებული მადლით ახალ სიცოცხლეს სძენს.

იგი დოგმებისა და გარეგანი ფორმების მიღმა გვახსენებს ნებისმიერი რელიგიისა და სულიერი ტრადიციის ჭეშმარიტ დანიშნულებას – საკუთარი სულის შეცნობასა და მის კავშირს ღმერთთან, ყოველივე არსებულის პირველწყაროსთან.

თავისი ცხოვრებითა და მაგალითით იგი სიყვარულის განსახიერებად გვევლინება და შთაგვაგონებს, ვიცხოვროთ სიყვარულით, რწმენითა და ღვთისადმი მტკიცე ნდობით.

ომ ჩანთინგი – ხმა რომელიც ცვლის რეალობას

ომ ჩანთინგი უძველესი მაკურნებელი ჯგუფური პრაქტიკა, რომლის დროსაც ნეგატიური ენერგია გარდაიქმნება პოზიტიურად არის უძველესი ჯგუფური პრაქტიკა, სადაც ადამიანები OM ბგერის გალობით ერთად ქმნიან სივრცეს ცვლილებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და შინაგანი ტრანსფორმაციისთვის.

მოდი ომ ჩანთინგზე! დავეხმაროთ ერთმანეთს ცნობიერების ამაღლებასა და სულიერ ზრდაში!

ილოცე მსოფლიოსთვის!

თვეში ერთხელ, 30 წუთის განმავლობაში, პარამაჰამსა შრი სვამი ვიშვანანდა გვიძღვება ონლაინ ლოცვაში, მათთვის, ვინც საჭიროებს მხარდაჭერას. ერთობლივი ლოცვა მედიტაცია Live რეჟიმში გადაიცემა მის Youtube არხზე.

ასევე, შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე გააგზავნოთ იმ ადამიანების სახელები (ლათინურად, გვარის გარეშე), ვინც გინდათ ლოცვის დროს მოიხსენიონ.