ა არის დარშანი და როგორ მივიღოთ იგი

დარშანი არის კურთხევა, როცა უმზერ ღვთაებას, წმინდანს ან ღმერთ
რეალიზებულ ოსტატს, როგორიცაა პარამაჰამსა ვიშვანანდა ან უბრალოდ იმყოფები მათ თანდასწრებაში. მისი მნიშვნელობა და სიღრმე იმაზე მეტია, ვიდრე გონება სრულად შეძლებს გააცნობიეროს. სიტყვასიტყვით თარგმანში, დარშანი ნიშნავს „ღვთიურ ხილვას“. ეს არის ორმხრივი გამოცდილება – მომენტი, როცა შენ ხედავ და იმავდროულად თავადაც ხილული ხდები ღვთიურისთვის.

დარშანი არის უპირობო სიყვარულის გადმოსვლა. ეს კურთხევა გვაძლევს
შესაძლებლობას სულიერად გავიზარდოთ და ვიგრძნოთ შინაგანი სისავსე. არ არის აუცილებელი სრულად გავიგოთ ის, რასაც ამ დროს ვიღებთ — სინამდვილეში, ეს არც არის შესაძლებელი. საკმარისია მოწიწებით შევხედოთ წმინდა არსებას. ღვთიურისგან ამ კურთხევის მიღება სცილდება გონებრივ აღქმას, და ამიტომ თითოეული ადამიანი მას საკუთარი, უნიკალური გზით განიცდის. დარშანი არის არა მხოლოდ ხილვა, არამედ შეხვედრა. მომენტი, როცა ღვთიური გხედავს ისე, როგორც შენ მას უყურებ. ეს არის უპირობო სიყვარულის ნაკადი, რომელიც გარდაქმნის შენს შინაგან სამყაროს და რომელიც თითოეულს უნიკალურად ევლინება.

გარედან – სიმშვიდეა. შიგნით – გარდაქმნა. დარშანის დროს შენ უბრალოდ არ უყურებ ღვთიურს, შენ ხარ ხილული მისთვის. ამ შეხვედრაში, შენი სული იწმინდება, როგორც სარკე, რათა უფრო ნათლად ასახოს ღვთიური სინათლე. პარამაჰამსა ვიშვანანდა, როგორც სრულად ღმერთ რეალიზებული ოსტატი, ხშირად ამბობს, რომ იგი წმენდს მტვერსა და ჭუჭყს შენი სულის სარკიდან, რათა შენ უფრო და უფრო ასახო ღმერთის სინათლე.

„როდესაც დარშანზე მოდიხარ, მე შევხედავ შენს სულს, იმ მომენტში რასაც ვხედავ, არის შენი ჭეშმარიტი მე. და რასაც ვხედავ, არის იმ სილამაზის გამოხატულება, რომელიც შენში არსებობს. სწორედ ამის დანახვა მინდა შენთვის. და ამის გაცნობიერება შენში.“

პარამაჰამსა ვიშვანანდა

არც ერთი დარშანი არ არის ერთმანეთის მსგავსი. ყოველი მათგანი უნიკალური და წმინდა მომენტია შენსა და ღვთიურს შორის. ზოგი განიცდის შინაგან გარდაქმნას, სხვები – განკურნების გრძნობას, ხოლო ზოგიერთს ავსებს უზარმაზარი სიყვარული და სიხარული. ზოგჯერ კი ადამიანი საერთოდ ვერაფერს გრძნობს. მაგრამ თითოეული გამოცდილება ინდივიდუალურია – უნიკალური და განსაკუთრებული მხოლოდ შენთვის. მიუხედავად გარეგანი განსხვავებებისა, ყველა დარშანი ერთიანი უპირობო ღვთიური სიყვარულის გადაცემაა. გურუჯი შენი სულის სიღრმეს ხედავს, იცის, რას ეძებს იგი, და აკეთებს ყველაფერს, რათა მხარი დაგიჭიროს შენს სულიერ გზაზე.

დარშანი ღიაა ყველასთვის, ნებისმიერი რწმენისა თუ ტრადიციის ადამიანისთვის. დარშანი პერიოდულად იმართება სხვადასხვა ქვეყნებში.
განრიგი იხილეთ ქვემოთ.

როგორ მიმდინარეობს დარშანი

ჩვეულებრივ, შეხვედრა რამდენიმე საათს გრძელდება და სამ ნაწილად იყოფა. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ყველა ნაწილში ან უბრალოდ დაესწროთ იმ ნაწილებს, რომლებიც თქვენთვის საინტერესოა.

ბჰაჯანი

შეხვედრა იწყება ბჰაჯანებით — საღვთო საგალობლებით, რომლებსაც „კითხვა-პასუხის“ ფორმით ასრულებენ. შეგიძლიათ იმღეროთ, მოუსმინოთ ან უბრალოდ მშვიდად იყოთ მუსიკასთან ერთად. ტექსტი ადგილზე დაგხვდებათ.

სათსანგი

შემდეგ პარამაჰანსა ვიშვანანდა ატარებს სატსანგს — სულიერ სწავლებას, რომელიც ეფუძნება ბჰაგავად-გიტას, შრიმად-ბჰაგავატამს და წმინდანთა ცხოვრებას. სათსანგი ტარდება ინგლისურ ენაზე ტრადიციის წინასწარი ცოდნა საჭირო არ არის.

დარშანი

დარშანი შეხვედრის მთავარი ნაწილია — ხანმოკლე, პირადი შეხვედრა პარამაჰამსა ვიშვანანდასთან, როცა ხედავ და თავადაც ხარ ხილული. სურვილის შემთხვევაში, თითოეულ ადამიანს შეუძლია მასთან მისვლა. წინასწარი მომზადება საჭირო არ არის.

დარშანის განრიგი

მიიღე უფასო, პერსონალიზებული დარშანის კურთხევა ღმერთ რეალიზებული ოსტატისგან!

  • SWITZERLAND, Interlaken – 07 Nov
  • GERMANY, Sri Vitthal Dham – 13 Nov
  • SPAIN, Lanzarote – 21 Nov
  • GERMANY, Shree Peetha Nilaya (Men) – 26 Dec
  • GERMANY, Shree Peetha Nilaya (Women) – 27 Dec
  • GERMANY, Shree Peetha Nilaya (Men) – 28 Dec
  • GERMANY, Shree Peetha Nilaya (Women) – 29 Dec