პარამაჰამსა ვიშვანანდა

„Bhakti Marga“-ს დამფუძნებელი.

ბჰაქტის გზა

პარამაჰამსა ვიშვანანდა არის ღმერთ რეალიზებული ის ვინც შეიცნო ღმერთი და ცხოვრობს ღმერთის ცნობიერებით სულიერი ოსტატი და სათგურუ. იგი საერთაშორისო სულიერი მოძრაობის – „Bhakti Marga“-ს დამფუძნებელია. ბჰაქტი ნიშნავს ერთგულებას, ხოლო მარგა გზას. ეს არის გზა, რომელიც ერთგული მსახურებით უფალთან მიგვიყვანს.

პარამაჰამსა ვიშვანანდა არის ბჰაქტის ცოცხალი გამოხატულება – სიყვარულის, ერთგულებისა და ღმერთთან პირადი კავშირის განსახიერება. მისი არსებობა გვახსენებს, რომ ღმერთი არა შორეული იდეა, არამედ ცოცხალი გამოცდილებაა, რომელსაც შეუძლია თითოეული ადამიანის გულის გაღვიძება.

Bhakti Marga-ს მთელი საქმიანობა ეძღვნება მის მისიას: გააღვიძოს ბჰაქტი ადამიანთა გულებში – სიყვარული, რომელიც გვიბრუნებს ჩვენს ნამდვილ ბუნებას და გვასწავლის ღმერთთან ერთგულებით, სიხარულითა და შინაგანი სიმშვიდით სავსე ცხოვრებას.

ვაიშნავი აჩარია

Paramahamsa Sri Swami Vishwananda არის ვაიშნავი აჩარია სულიერი წინამძღვარი, "ღვთაებრივი პიროვნება", რომელიც მოევლინება ხოლმე საზოგადოებას იმისათვის, რომ დაამყაროს ან აღადგინოს განსაზღვრული სულიერი ან ფილოსოფიური პრინციპები სულიერ ტრადიციაში, რომელიც სიყვარულით ეთაყვანება უფალ Narayana-ს და ღვთაებრივ დედას ბჰაქტის გზით. როგორც აჩარია , იგი ავრცელებს Sanatana-dharma-ს – ღმერთის სიყვარულის მარადიულ გზას.

მის წინამორბედ აჩარიათა პატივსაცემ და მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში, მან დაწერა ისეთი მნიშვნელოვანი წმინდა წერილების განმარტებები (კომენტარები), როგორიცაა ბჰაგავად გიტა, შრიმად ბჰაგავატამი და სხვა.

კრია იოგას ოსტატი

პარამაჰამსა შრი სვამი ვიშვანანდა დაიბადა კრია-იოგას ოსტატად – სრული ცნობიერებითა და ყველა კრია-იოგას ტექნიკის სრულყოფილი ცოდნით.

მისი და მისი გურუს, მაჰავატარ ბაბაჯის მადლით სამყაროს ერგო ატმა კრია იოგა. ატმა კრია იოგას პრაქტიკა აღვივებს ბჰაქტის – სიყვარულით სავსე ერთგულებას, რომელიც გიხსნის გზას ღმერთთან უნიკალურ, პირად ურთიერთობამდე. ეს არის გზა, სადაც ღვთიური აღარ არის შორეული, არამედ ხდება ცოცხალი გამოცდილება, რომელიც შეგიძლია თავად შეიგრძნო და განიცადო.

სათგურუ

პარამაჰამსა შრი სვამი ვიშვანანდა არის ცოცხალი სათგურუ ის, ვინც შეიცნო ღმერთი და ვისაც შეუძლია მოგანიჭოს ღმერთის რეალიზაცია , რომელიც მუდმივ ერთობაშია ღვთაებრივთან. მან ეს მდგომარეობა არ მოიპოვა სწავლითა თუ ძალისხმევით – იგი ასეთად დაიბადა – დაიბადა ღმერთის რეალიზაციით.

სათგურუს ტრანსცენდენტული ბუნება გონებისთვის მარტივად გასაგები არ არის. იგი არის საიდუმლო, რომელიც არ აიხსნება სიტყვებით – ის უნდა განიცადო და გამოავლინო საკუთარ ცხოვრებაში, მისი სწავლების ყოველდღიურად განხორციელების გზით.

ცოცხალი ბჰაქტა

პარამაჰამსა შრი სვამი ვიშვანანდა ყოველი ამოსუნთქვით ცოცხლობს ბჰაქტით. მისი ყოველი მოქმედება გაჟღენთილია ღმერთის სიყვარულითა და ცნობიერებით – ეს არის ბჰაქტის ნამდვილი ცხოვრების ფორმა.

ბჰაქტი უფლის ერთგული არ არის რელიგია. ეს არის ცხოვრების გზა და სიყვარული ღმერთის მიმართ. ბჰაქტი არ არის დოგმით შეზღუდული. იგი არის პირადი ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც გაძლევს თავისუფლებას თაყვანი სცე ღმერთს ნებისმიერ ფორმაში – როგორც მეგობარს, მსახურს, მშობელს ან მიჯნურს.

მისი ცხოვრების გზა

პარამაჰამსა ვიშვანანდა დაიბადა ღმერთ რეალიზებული 1978 წლის 13 ივნისს, ულამაზეს კუნძულ მავრიკიზე, აფრიკის სანაპიროსთან.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ იგი არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი.ბავშვური თამაშების ნაცვლად, იგი დროს უთმობდა ლოცვას, ტაძრების მონახულებას და სულიერი რიტუალების განხორციელებას – და ყოველთვის ცხოვრობდა ღმერთის თანდასწრებაში. სინამდვილეში, იგი თავიდანვე იყო ბჰაქტი მარგას – ერთგულების გზის ცოცხალი მაგალითი.