ატმა კრია იოგა

გრძნობთ, რომ თქვენს სულიერ პრაქტიკას რაღაც აკლია? რომ მედიტაცია მხოლოდ “ტექნიკაა” და მასში სითბო არ იგრძნობა?
ბევრმა იცის, რომ კრია ნიშნავს მოქმედებას, ხოლო იოგა – ერთიანობას. მაგრამ არსებობს საფეხური, რომელსაც იოგას სამყაროში “უმაღლეს პილოტაჟს” უწოდებენ. ეს არის ატმა კრია იოგა.
რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი პრაქტიკისგან?
თუ კრია იოგა არის სხეულისა და ენერგიის მოწესრიგება, ატმა კრია იოგა არის სულის (ატმას) გამოღვიძება. აქ მთავარია ბჰაქტი – უპირობო სიყვარული
სულიერი მოგზაურობა
სიყვარული, როგორც ძალა: ეს არ არის მხოლოდ ვარჯიში, ეს არის გზა, რომელიც გასწავლით, როგორ აქციოთ ყოველი ამოსუნთქვა ღვთიურ სიყვარულთან კავშირად.
შაქტიპატის კურთხევა: ეს არის კურსის ყველაზე ძვირფასი ნაწილი. ენერგეტიკული გადაცემა, რომელიც პირდაპირ მაჰავატარ ბაბაჯისა და პარამაჰამსა ვიშვანანდას ხაზიდან მოდის. ის 100-ჯერ აძლიერებს თქვენი პრაქტიკის ეფექტს და წმენდს დაგროვილ კარმას.
ტრანსფორმაცია: ატმა კრია იოგა აღვიძებს სიყვარულს საკუთარი თავის, გარშემომყოფებისა და სამყაროს მიმართ. ის გონებიდან გულში ჩაგიყვანთ.
რას მიიღებთ კურსის დასრულების შემდეგ?
- სიმშვიდეს, რომელიც არ არის დამოკიდებული გარემოებებზე.
- უძველეს, საიდუმლო ტექნიკებს
- ენერგიის მუდმივ წყაროს და გაუმჯობესებულ ფოკუსს.
და მთავარს – უპირობო სიყვარულის მდგომარეობას, რომელიც თქვენს ცხოვრებას აზრს სძენს.
კრია იოგა — უძველესი პრაქტიკა
ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში, ძველმა რიშებმა და ბრძენებმა აღმოაჩინეს ტექნიკები, რომლებიც აწყნარებს გონებას, ათავისუფლებს მატერიალური სამყაროს შეზღუდვებისგან და გვაკავშირებს ჩვენს შიგნით არსებულ ღვთიურ ბუნებასთან.
საუკუნეების განმავლობაში ეს საიდუმლო ცოდნა გადაეცემოდა მხოლოდ ოსტატიდან მოწაფეზე – როგორც წმინდა და ცოცხალი ტრადიცია.
ატმა კრია-იოგას ღირებულება
ატმა კრია იოგა – მარადიული მეცნიერებაა. იგი არის სულიერი დისციპლინა, რომელიც მოიცავს მრავალ ტექნიკას, მიჰყავს ადამიანი თვით-რეალიზაციამდე და ამზადებს მას ღმერთის რეალიზაციისთვის. მუდმივი პრაქტიკის საშუალებით ადამიანი ასუფთავებს გონებას, შეიცნობს თავის ჭეშმარიტ არსს და აღწევს ცნობიერების უფრო მაღალ მდგომარეობებს. ეს გზა გვაძლევს საშუალებას ავიმაღლოთ თავი ყოველდღიური რეალობის საზღვრებზე და გავთავისუფლდეთ დაბადებისა და სიკვდილის უსასრულო ციკლისგან, რომელიც გვაკავებს მატერიალურ არსებობაში. „ეს ცოდნა მარადიული და გაუხრწნელია. როცა განმანათლებლობა გაიღვიძებს შენში,
მიხვდები, რომ ეს ცოდნა ყოველთვის შენში არსებობდა.“
პარამაჰამსა ვიშვანანდა
მაჰავატარ ბაბაჯი — კრია იოგას მამა

მაჰავატარ ბაბაჯი მისი გამოჩენის დღიდან არის ამ საიდუმლო ცოდნისა და ძლიერი სულიერი ტექნიკების მატარებელი. იგი ცნობილია, როგორც კრია-იოგას ყველა ტრადიციის მამა და თავად არის კრია-იოგას ცოცხალი განსახიერება.
კრია-იოგა, სინამდვილეში, ფართო და ღრმა სულიერი მეცნიერებაა. საუკუნეების განმავლობაში მაჰავატარ ბაბაჯი სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულ კრია-ტექნიკებს გადასცემდა მრავალ ოსტატს — ყოველთვის კაცობრიობის იმ დროის საჭიროებების
შესაბამისად.
ვინ არის მაჰავატარ ბაბაჯი?
მაჰავატარ ბაბაჯი გამოჩნდა 5000 წელზე მეტი ხნის წინ. დაახლოებით 1800 წლის წინ მას უნდა დაეტოვებინა თავისი სხეული, თუმცა მის დამ სთხოვა: „თუ შენთვის არავითარი განსხვავება არ აქვს, გთხოვ დარჩი სხეულში მანამდე, სანამ ყველა არ მიაღწევს თავისი ცხოვრების ჭეშმარიტ მიზანს.“ მისი დის ამ თხოვნით, მაჰავატარ ბაბაჯიმ მიიღო გადაწყვეტილება დარჩენილიყო და თავისი ცხოვრება სრულად მიეძღვნა კაცობრიობის მსახურებას ღმერთის რეალიზაციის გზაზე.
დღესაც ითვლება, რომ იგი ცოცხალია და იმყოფება ჰიმალაის შორეულ მთებში, საიდანაც განაგრძობს თავისი მისიის შესრულებას და მხარს უჭერს ადამიანთა სულიერ განვითარებას.
კრია-იოგა თანამედროვე ეპოქაში
ათასწლეულების განმავლობაში კრია-იოგას სწავლა მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ. ისინი უშუალოდ მაჰავატარ ბაბაჯისგან იღებდნენ ამ ცოდნას. ეს ტექნიკები საიდუმლოდ რჩებოდა და სამყაროსთვის დაფარული იყო დაახლოებით 150 წლის წინამდე.
1861 წელს მაჰავატარ ბაბაჯიმ კრია-იოგა გადასცა თავის მოწაფეს, ლაჰირი მაჰასაიას (Lahiri Mahasaya), რომელმაც ეს ცოდნა უფრო ფართოდ გახადა ხელმისაწვდომი – მათ შორის ჩვეულებრივ ადამიანებისთვისაც. მოწაფეთა უწყვეტი ხაზის მეშვეობით, კრია-იოგა საბოლოოდ დასავლეთშიც გავრცელდა: Lahiri Mahasaya ასწავლიდა Swami Sri Yukteswar-ს, მან — Paramahamsa Yogananda-ს, რომელმაც 1920 წელს კრია-იოგა ამერიკაში გაავრცელა.
კრია-იოგა დღეს
დღეს, პარამაჰამსა ვიშვანანდას წყალობით, ატმა კრია-იოგა ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში. ეს პრაქტიკა, შაქტიპატის ინიციაციასთან ერთად, აღვიძებს ღვთიურ სიყვარულს და ხსნის კარს როგორც საკუთარი თავის, ისე ღმერთის რეალიზაციისკენ.
მაჰავატარ ბაბაჯი და პარამაჰამსა ვიშვანანდა
პარამაჰამსა ვიშვანანდა დაიბადა ყველა კრია-იოგის ტექნიკის ცოდნით. როდესაც დრო მოვიდა, მაჰავატარ ბაბაჯიმ სთხოვა, რომ ეს ცოდნა გაეზიარებინა კაცობრიობისთვის. თავდაპირველად, პარამაჰამსა ვიშვანანდამ უთხრა, რომ ადამიანები ჯერ მზად არ იყვნენ ამისთვის. თუმცა მოგვიანებთ (2007 წელს) დადგა დრო და მათ ერთად შეარჩიეს ის ტექნიკები, რომლებიც დღეს ატმა კრია-იოგას
ფარგლებში გადაიცემა.
ოსტატების მადლი
ატმა კრია-იოგას ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ასპექტია შაქტიპატის ინიციაცია – „მადლის გადაცემა“ ოსტატიდან მოწაფეზე. ამ ინიციაციის დროს მიღებული მადლი იცავს, ხელმძღვანელობს და აძლიერებს პრაქტიკოსს, ეხმარება სწრაფად წინსვლაში სულიერ გზაზე. როგორც კი ადამიანი იღებს შაქტიპატს, ყველა ოსტატი იმყოფება მის გვერდით ყოველი პრაქტიკის დროს — ისინი უძღვებიან, აკურთხებენ და მხარს უჭერენ მის გზას. ეს ინიციაცია ანათებს გზას — გვეხმარება გავიდეთ გონების საზღვრებიდან და შევიდეთ ღვთიური სიყვარულის გულის სივრცეში.
შაქტიპატის ინიციაცია
შაქტიპატი არ არის უბრალოდ კურთხევა — ეს არის შაქტის, ღვთიური ენერგიის უშუალო გადაცემა. ეს არის კრია-იოგას არსი. ეს არის თავად მაჰავატარ ბაბაჯი და პარამაჰამსა ვიშვანანდა მოქმედებაში. ატმა კრია იოგის ტექნიკები საოცრად ძლიერია, და შაქტიპატი უზრუნველყოფს მათ ეფექტურობასა და პრაქტიკოსის უსაფრთხოებას. ეს არის, თითქოს გასაღები მანქანაში — რომელიც „აღვიძებს“ენერგიას, ხსნის ჩაკრებს და ქმნის გზას საკუთარი ჭეშმარიტი არსის რეალიზაციისკენ.
მისტერიის გაცნობიერება
ატმა კრია-იოგას ავლენს იმ საიდუმლოს, რომელიც ჩვენს სულსა და ღვთიურს შორის არსებობს. რეგულარული პრაქტიკის მეშვეობით ჩვენი განსჯები და შინაგანი კონფლიქტები თანდათან ქრება, და ჩვენ ვიწყებთ უფრო მეტი სიმშვიდის, სიყვარულისა და
კავშირის განცდას. გონების ვიბრაცია უფრო მაღალ სიხშირეზე გადადის — რაც გვაძლევს ძალას, შევხვდეთ ცხოვრების გამოწვევებს ცოდნით, რომ მარტო არ ვართ. ღვთიური მუდამ ჩვენს გვერდითაა და ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება.
კრია — სიყვარული მოქმედებაში
ატმა კრია-იოგას გვეხმარება გავიაზროთ ის ღვთიური არსი, რომელიც ყველაფერშია – მათ შორის ჩვენშიც. მანტრას, სუნთქვისა და კონცენტრირებული ცნობიერების საშუალებით, ჩვენ ვასწავლით გონებას თავი დაანებოს გარესამყაროს პრობლემებზე ფიქრს და
დაუბრუნდეს შინაგანს, იქ, სადაც ღმერთს ვპოულობთ. ამ პრაქტიკის მეშვეობით ვზრდით სიყვარულით სავსე, ერთგულ ურთიერთობასღმერთთან, რომელიც ჩვენს საკუთარ გულში ბინადრობს. go.
მხარდაჭერა მთელი ცხოვრების განმავლობაში
როგორც კი ატმა კრია იოგის ინიციაციას მიიღებთ, ავტომატურად გახდებით იოგების საერთაშორისო ოჯახის ნაწილი. თქვენი ატმა კრია იოგის მასწავლებელი მზად არის, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგეხმაროთ თქვენს სულიერ გზაზე.
ასევე, შეგიძლიათ სურვილისამებრ რამდენჯერაც გინდათ დაესწროთ განმეორებით კურსებს ჩვენი მასწავლებლების ხელმძღვანელობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. Bhakti Marga ასევე გთავაზობთ ჯგუფურ პრაქტიკებს როგორც ონლაინ, ისე პირადად დასწრების ფორმატში.
ჩაეწერე კურსზე
თუ გაინტერესებს ატმა კრია იოგას კურსზე მონაწილეობა საქართველოში, გამოგვიგზავნე შენი მოთხოვნა.
როგორც კი შემდეგი კურსის თარიღი დადასტურდება, შეგატყობინებთ ყველა დეტალს.

