ომ ჩანთინგი
რა არის ომ ჩანთინგი?
OM Chanting არის უძველესი, ჯგუფური პრაქტიკა, რომელიც იყენებს OM ბგერის კოსმიურ ვიბრაციას კაცობრიობისა და დედამიწის განსაკურნებლად. OM Chanting ხელს უწყობს შინაგან სიმშვიდეს, პოზიტიურობას, გონების სიცხადეს, ემოციურ თავისუფლებასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
OM Chanting-ის დროს წარმოქმნილი ვიბრაციები ვრცელდება დაახლოებით ორი კილომეტრის რადიუსში, ქმნის ჰარმონიულ, მშვიდ გარემოს და აძლიერებს ერთობას ადამიანსა და ბუნებას შორის. პრაქტიკის დასრულების შემდეგაც, OM-ის ვიბრაცია აგრძელებს ჟღერას მონაწილეების სხეულში, რის შედეგადაც ისინი სადაც არ უნდა წავიდნენ, აზიარებენ ამ დადებით ენერგიას და ჰარმონიას.

‘იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანები OM Chanting-ის წრეში ერთად იწყებენ გალობას, მათი საკუთარი ვიბრაცია გარდაიქმნება OM-ად. ვინც კი წრეში იმყოფება, ამ ენერგიით განიბანება – და სწორედ ეს ცვლის სხეულის ვიბრაციას. მკვდარი უჯრედებიც კი, რომლებიც აღარ მოქმედებს, იწყებს ვიბრაციას. ამიტომ, სადაც არ უნდა წახვიდე, შენი აურა ჟღერს OM-ის კოსმიური ბგერით.’
პარამაჰამსა ვიშვანანდა
რისთვის არის ომ ჩანთინგი?
როდესაც ადამიანები ერთად იკრიბებიან OM ჩანთნგის პრაქტიკაზე, ამ დროს ხდება OM-ის გარდამქმნელი ძალის გამოყენება მონაწილეთა თვითგანკურნების პოტენციალის გასააქტიურებლად. ის ასევე აერთიანებს ადამიანებს სხვების სამსახურში.
ლოცვის მსგავსად, OM-ის პოზიტიური ვიბრაციები შეიძლება მიეძღვნას მათ მხარდასაჭერად, ვინც დახმარებას საჭიროებს. პრაქტიკა ყოველთვის სრულდება სულიერი ოსტატების – პარამაჰამსა შრი სვამი ვიშვანანდასა და მაჰავატარ ბაბაჯის კურთხევითა და ხელმძღვანელობით.

შეიგრძენი ომ-ის ძალა
აიმაღლე კეთილდღეობა
OM ჩანთინგი ხელს უწყობს შინაგან სიმშვიდეს, გონებრივ სიცხადეს, ემოციურ თავისუფლებასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
გარდაქმენი ნეგატივი
OM ჩანთინგი ქმნის ვიბრაციულ სიხშირეს, რომელიც ათავისუფლებს ნეგატიურ ენერგიას, გარდაქმნის მას და მონაწილეებს ავსებს პოზიტიური ენერგიით.
გაასუფთავე გარემო
OM ჩანთინგის პრაქტიკის შედეგად წარმოქმნილი ვიბრაციული ტალღები ვრცელდება 2 კილომეტრის რადიუსში, ქმნის ჰარმონიულ და მშვიდ გარემოს და აყალიბებს ერთიანობას ადამიანებსა და ბუნებას შორის. OM-ის რეზონანსი რჩება მონაწილეთა სხეულებში, რაც საშუალებას აძლევს მათ, სადაც არ უნდა წავიდნენ, გაავრცელონ ეს დადებითი ვიბრაციები.
